ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ''კომენდანტის საათი'' შემაწუხებელია, ამ საკითხზე ვისმჯელებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

17 მაისი 2021, 11:14 5906 ნახვა

ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ''კომენდანტის საათი'' შემაწუხებელია, ამ საკითხზე ვისმჯელებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საკოორდინციო საბჭოს სხდომა გაიმართება, მოისმენენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას ადეკვატურად უპასუხოს.

''ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტრო ეფექტურად მართავს პროცესებს. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში, მნიშვნელოვანი არის რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას.

ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში