საუბარია ზაფხულში „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე - პრემიერი

17 მაისი 2021, 11:25 976 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან და ასევე, ''კოვაქს პლატფორმიდან'' ელოდება ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით დოზებს . 

პრემიერი ამბობს, რომ საუბარია, ზაფხულში „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე.

''ვაქცინებთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვმუშაობთ მწარმოებლებთან. ერთი არის ,,კოვაქსის პლატფორმა'', საიდანაც დავიწყეთ  ვაქცინების მიღება, მეორეა უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები.

გვაქვს მოლაპარაკება, ივნისი-ივლისის თვეებისთვის,  დაახლოებით მილიონ დოზაზე . მეც უშუალოდ ჩართული ვარ. „ფაიზერის“ პრეზიდენტან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი.

მიმდინარეობს მოლაპარაკება უშუალოდ ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე „მოდერნასთან“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვაქვს ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში