დაპირისპირება დმანისში

17 მაისი 2021, 20:12 1426 ნახვა

მთელი დღეა დაპირისპირება იყო დმანისში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, როგორც მოქალაქეებს შორის, ისე სამართალდამცავების წინააღმდეგ. დაპირისპირებისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი - გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს.

განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მთავრობამ ადგილზე არსებული რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა და  ზომები არ მიიღო. ოპოზიციის შეფასებები გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ვითარების განმუხტვის მიზნით ყველაფერი გააკეთეს. შსს- მინისტრი აცხადებს, რომ მხარეთა შორის დაუშვებელია მოხდეს დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით და ძალოვანი უწყებები სიტუაციას აკონტროლებენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში