ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში

17 მაისი 2021, 20:09 1708 ნახვა

კვლავ გრძელდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. დღეს დილით ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერების სახლებზე მიიტანა საჰაერო იერიში, რასაც აგრეთვე მოჰყვა “ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის ჰუსამ აბუ ჰარბიდის გარდაცვალება.

როგორც ისრაელში აცხადებენ, ისინი ბრძოლას მანამდე განაგრძობენ, სანამ ისრაელში სიმშვიდე არ დამყარდება, თუმცა არც პალესტინური მხარე აპირებს დათმობას, მსოფლიო თანამეგობრობა კი სწორედ ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში