საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

18 მაისი 2021, 11:03 1133 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 443, „პისიარ“ ტესტით – 8 242.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 893, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 432, აჭარაში – 473, იმერეთში – 549.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 332 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 312 349 გამოჯანმრთელდა, 4 499 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 93 305 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 021.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში