პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნა

18 მაისი 2021, 12:42 2140 ნახვა

დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა.

მათვე განმარტებით, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის.  ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი და ავტობუსების სადგომი.

"დღეიდან განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მიხარია, რომ უკვე განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საპარკინგე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრი.

მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები და დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება მთლიანად აჭარისთვის განახლებული ტურისტული მიმართულება"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში