არსებობდა საფრთხე, დმანისში მომხდარი ინციდენტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო-საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი 

18 მაისი 2021, 13:23 1003 ნახვა

დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეთიბარ ემინოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, გუშინდელი დაპირისპირების ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საფრხე არსებობდა.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

„გუშინ ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა გადაინაცვლა ყოფითი დონიდან უკვე სამეზობლოში, ჯგუფებში, სოფლებში, რეგიონებში და საბოლოოდ არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. უნდა დაისვას კითხვა, მიზეზი რა იყო აღნიშნული ინციდენტის, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება შემდგომში განვითარდეს. აღმოჩნდა, რომ რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მალევე სრულდებოდა და როგორც მოსახლეობა ამბობს, მსგავს შემთხვევებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არასდროს ჰქონია. არც საზოგადოებრივი რეაქცია არ ყოფილა და შედეგად, ადამიანებში დაგროვდა ეს ყველაფერი. გამოსავალი შერიგება იყო და ამას მივაღწიეთ.

ხშირად საზოგადოების მხრიდან არის ზეწოლა, თუ რატომ არ დაისაჯნენ კონკრეტული პირები. რეალობა ის არის, რომ ორივე მხრიდან ადვილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შერიგების სურვილი, რადგან ისინი ერთად ცხოვრობენ, მეზობლად არიან. გუშინ ასევე იყო ბლაგვი საგნების გამოყენება და ერთადერთი გამოსავალი არის დამნაშავის დასჯა, თუმცა ხანდახან ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში