საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

18 მაისი 2021, 15:24 967 ნახვა

"სინოვაკით" ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე წუთის წინ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

"სინოვაკი" ელოდება ჯანმოს ავტორიზაციას, ექსპერტების შუალედური დასკვნა,  რომელიც დადებითად აფასებს "სინოვაკის" შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ საბოლოო დასკვნაც მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ვაქცინასთან მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს "სინოვაკით" ვაქცინაცია მომავალი კვირიდან 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში უკვე დაიწყება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

"ვფიქრობთ, რომ მომდევნო კვირას არ გადაცილდება ეს ამბავი"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში