ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დასრულებას ჯერ არ აპირებს

18 მაისი 2021, 20:17 1249 ნახვა

პალესტინის რადიკლურ მოძრაობა ჰამასს ისრაელისგან დაზავების  პირობა არ მიუღია და   მიიჩევს, რომ  ისრაელს არ აქვს უფლება მათ პირობები უკარნახოს.  ამის შესახებ მოძრაობის პოლიტიკური ბიუროს წევრმა განაცხადა. ჰუსამ ბადრანის თქმით,  ოკუპანტისგან პირობებს არ მიიღებენ და არც არავის უსაუბრია მათთან ამასთან დაკავშირებით. აგრესორი - ოკუპანტია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გმირობაა.  მტერს არ აქვს  მისი აგრესიის შესაწყვეტად პირობების წამოყენების უფლება-აცხადებს ბადრანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დასრულებას  კიდევ რამდენიმე დღე არ აპირებს. 10 მაისიდან დღემდე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3 ათას 440 რაკეტა გაუშვეს.  ღაზის სექტორში ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ისრაელ-პალესტინის განახლებულმა დაპირისპირებამ  213 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი  იმსხვერპლა. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა  12-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში