პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო

18 მაისი 2021, 22:15 773 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს. იმ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც აცრის პროცესი მიმდინარეობს, პრევენციის მიზნით მობილიზებულია კატასტროფის ცენტრის რეანიმობილი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო პერსონალითა და ტექნიკით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში