ვითარება ახლო აღმოსავლეთში

19 მაისი 2021, 11:56 1391 ნახვა

კვლავ დაძაბული ვითარებაა ღაზის სექტორში.  ისრაელმა დღეს დილით ღაზის სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, პალესტინელებმა კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი ბოლო თავდასხმის სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალის 6 ბაზა იყო.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 10 მაისიდან, საერთო ჯამში, 3 450 რაკეტაა გაშვებული. თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 217 პალესტინელის, მათ შორის 63 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობა კი 1 400-ს აჭარბებს.

გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში განადგურებული ან დაზიანებულია დაახლოებით 450 შენობა. დაახლოებით 48 000-52 000 პალესტინელი გაეროს 58 სკოლას აფარებს თავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში