ქართველი მოჭადრაკის მორიგი გამარჯვება

19 მაისი 2021, 14:30 1133 ნახვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ლევან ფანცულაია  საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "თაითლდ თუსდეი ბლიც" გამარჯვებული გახდა. ფანცულაია მესამე ქართველი მოჭადრაკეა, ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძის შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა გამართული ტურნირი მოიგო.

ქართველმა დიდოსტატმა  11-დან 9,5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა დაისაკუთრა.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 72 ქვეყნის 697 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში