ბორჯომის ქარხნის გაფიციული თანამშრომლები

19 მაისი 2021, 17:52 1345 ნახვა

კომპანია "აი-დი-ეს  ბორჯომი" ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს. მათი განმარტებით, ასე თავიდან აიცილებენ პროვოკაციებს. ბორჯომში 350–მდე თანამშრომელი შრომის პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ხელფასების მომატებას და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას ითხოვს. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე მუშაობას არ აპირებენ. მათ ცოტა ხნის წინ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში