ხვნა-თესვა აჭარაში

19 მაისი 2021, 21:01 1258 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ფერმერებისთვის მიწის უფასოდ დამუშავებას ითვალისწინებს. პროექტი მთლიანად აჭარის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა ზოგიერთი ფერმერი აცხადებს, რომ ისინი პროექტის მიღმა დარჩნენ და დღევანდელ რთულ ეკონომიკურ პირობებში თავიანთი სახსრებით მიწის დამუშავება ძვირი უჯდებათ, რაზეც სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ფერმერი სერვისის შესახებ ინფორმირებული იყო.  მინისტრი განმარტავს, რომ ამის მიუხედავად სამინისტრო შეეცდება პროგრამის გარეთ დარჩენილ ფერმერებს მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეთ. მათ   განცხადებით სამინისტროს ან ადგილობრივ  მერიას უნდა მიმართონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში