2008 წლიდან გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი - თეა წულუკიანი

20 მაისი 2021, 11:49 975 ნახვა

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.

"ამას 2008 წლიდან ერქვა შუასაუკუნოვანი, საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორიძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის სამწუხაროდ, საექსპერიმენტოდ შეირჩა გელათის კომპლექსი. რაც ვთვლი, რომ იყო ძალიან დიდი შეცდომა.

 

ამგვარმა ესპერიმენტმა დააზიანა ძეგლი"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ერაყიდან ჩამოვა იტალიელი ექსპერტი და ივნისში გელათის მონასტრის სახურავი შეიცვლება.

"პანდემიის მიუხედავად, რეკორდულად მოკლე დროში იუნესკოდან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენ ივნისში შევცვლით, მასთან ერთად სახურავს, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგია ფრესკების დაზიანება. დავუსვათ სწორი დიაგნოზი.

თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და სამწუხაროდ არის 70, 75 და 80 წლის ასაკში და მათ აზრს არავინ ეკითხებოდა ამ წლის მარტამდე, მათთან ერთად ჩვენ შეიძლება ითქვას დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს.

მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც არ უხდება ძეგლს, თუმცა უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის"-განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა დღეს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა  თავი შეიკავონ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე ხარაჩოებზე სიარულისგან.

"მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს.

 

მესმის რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალისთვის"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ისინი დათანხმდნენ, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში