ქობულეთის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

20 მაისი 2021, 13:16 1491 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, 46 საჯარო და 3 კერძო სკოლის მეთორმეტე კლასელებისთვის, დღეს, სკოლის კარი დაიხურა. მეთორმეტე კლასელების  ბოლო ზარი, კოვიდ რეგულაციების გამო, ღია სივრცეში - სკოლის ეზოებში გაიმართა. 

მოსწავლეები ამბობენ, რომ  გამოსაშვები საღამოს და ბოლო ზარის ჩატარებას დარბაზში გეგმავდნენ, თუმცა პანდემიის და დაწესებული რეგულაციების გამო, სიმბოლურად მხოლოდ თეთრ მაისურებზე გააკეთეს სამახსოვრო წარწერები. 

ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, დილიდან ყველა სკოლაში მონიტორინგი ჩატარდა და გაიცა რეკომენდაციები. სკოლებში, ამ მხრივ, დარღვევები არ გამოვლენილა. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს სკოლა 700-მდე მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა. 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში