ისრაელი და პალესტინა შესაძლოა უკვე ხვალიდან დაზავდნენ

20 მაისი 2021, 14:27 1171 ნახვა

ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა,  21 მაისიდან ამოქმედდეს. ამერიკული მედიის  ინფორმაციით, ეგვიპტის წარმომადგენლებმა მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერებთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, ისრაელის ხელისუფლების წევრები  ირწმუნებიან, რომ ქვეყანა ყველა სამხედრო მიზნის მიღწევას უახლოვდება.   ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას მიმდინარე კვირაში ელოდებიან, თუმცა კონკრეტული დღე არ სახელდება.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელის თქმით, პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პოზიცია გარკვეული არ არის.  ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე 11 დღეა მიმდინარეობს. ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 230 პალესტინელი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 65 ბავშვი და 39 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი ათას 700-ს აჭარბებს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების 160-მდე წევრი გაანადგურეს. ისრაელში დაღუპულთა რიცხვი  12-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში