უმუშევრობის დონე ქვეყანაში გაიზარდა

20 მაისი 2021, 19:55 1103 ნახვა

კორონავირუსის პანდემიამ სამსახურს მიღმა ბევრი მოქალაქე დატოვა და მათი გარკვეული ნაწილი ახლაც სამსახურს ეძებს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს  გამოქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი. სამუშაო ძალის დონე შემცირდა ქალაქში და მოიმატა სოფლად. ასევე, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში