ვითარება ახლო აღმოსავლეთში

20 მაისი 2021, 19:58 879 ნახვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ისრაელსა და ჰამასს შეიარაღებული კონფლიქტების წარმართვის, მათ შორის ძალის პროპორციული გამოყენების  წესების დაცვისკენ მოუწოდა. გუტერეშმა ჰამასისა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებებისგან ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან  ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო შეტევების შეწყვეტა მოითხოვა.  მჭიდროდ დასახლებული რაიონები სამხედრო მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს-აღნიშნა გაეროს გენერლურმა მდივნმა. ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე სიტუაცია 10 მაისს გამწვავდა. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ  ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ჯამში 4 ათას 70 რაკეტა გაუშვეს, 610 სექტორში ჩავარდა, დანარჩენი ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ რკინის გუმბათმა მოიგერია.  ბოლო ინფორმაციით, ისრაელში 12 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ღაზის სექტორში 230 დაღუპულია,  მსხვერპლთა შორის 65 არასრულწლოვანია, დაშავებულია ათას 700-ზე მეტი პალესტინელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში