ქობულეთის შუქურა დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალშია

21 მაისი 2021, 10:02 1120 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრაში ქობულეთის ‘შუქურა’’ თბილისის  ‘’შევარდენს’’ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-2 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი გელა გოგიტიძემ 30 წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მეორე ნახევრის დამატებით დროში გიორგი ჩელებაძემ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ქობულეთის ''შუქურამ'' მეთექვსმეტედ ფინალში თბილისის ''დინამო'' 1-0 დაამარცხა და თასიდან გამოთიშა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში