ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედი პროექტის ფარგლებში 4 პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 მაისი 2021, 12:36 1082 ნახვა

ბათუმში “ცოდნისა და უნარების განვითერების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის” ფარგლებში 4 პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ღონისძიებას კარლ ჰარცელი დაესწრო, რომელმაც საქართველოში განათლებაში ევროკავშირის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

მემორანდუმის მიზანია,  ახალგაზრდებში პროფესიული, პროგრესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების ამაღლება და ხელშეწყობა მათ დასაქმებაზე.

პროექტი ლექტორ მასწავლებლების გადამზადებასაც ითვალისწინებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში