ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმებიან

21 მაისი 2021, 18:38 934 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმიანება და აცხადებს, რომ საჭიროა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი შესაძლებლობის გამოყენება.  ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა. შეთანხმებას მიესალმება ევროკომისიის პრეზიდენტიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში