ევროკავშირში კოვიდ-პასპორტები ამოქმედდება

21 მაისი 2021, 18:42 963 ნახვა

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდპასპორტების შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს. სპეციალური სერთიფიკატები პირველი ივლისიდან ამოქმედდება. კოვიდპასპორტი გულისხმობს  ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, მისი არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო. ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს. დოკუმენტი იარსებებს როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული ფორმატით, მონაცემთა ციფრული საკონტროლო ბაზა კი რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში