პროტესტის მე-4 დღე ბორჯომის ქარხანაში

21 მაისი 2021, 20:16 1138 ნახვა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო გაფიცული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ "ბორჯომის" ქარხნების მუშაობის განახლებას, უპასუხისმგებლო მოქმედებები უშლის ხელს. IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა. შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.  უკვე მესამე დღეა, რაც "ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა. ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის "ბორჯომის" ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს,"- აღნიშნულია განცხადებაში

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში