ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ . თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე როგორც ქვეყანაში, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც არსებულ ეპიდ სიტუაციას აკვირდებიან , ვინაიდან ვიზიტორების ძირითადი ნაწილი სწორედ უცხოეთიდანაა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით 15 ივნისი საკმაოდ ოპტიმალურია ტურისტული ობიექტების გასახსნელად.