ინდოეთში "შავი სოკოს" 9 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

23 მაისი 2021, 15:15 1937 ნახვა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთში იშვიათი ინფექციური დაავადების - მუკორმიკოზის, იგივე „შავი სოკოს“ 8 800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.BBC-ის ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობისთვის ინფექციის გადატანა საკმაოდ რთულია და დაავადებულების გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს.შემთხვევების უმეტესობა გუჯარატისა და მაჰარაშტრას შტატებში ფიქსირდება.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი ინდოელი ექიმი მიიჩნევს, რომ ინფექციური დაავადების მასობრივი გავრცელება, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში