ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია - საგარეო უწყება

24 მაისი 2021, 10:36 827 ნახვა

ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ბელარუსში ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება.

„ჩვენ მივესალმებით „რაინეარის“ რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე – ვილნიუსში და მოხარული ვართ ბორტზე მყოფ ხალხთან დაკავშირებით. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ჟურნალისტი აეროპორტში დააკავეს.

ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში