„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს ჩვენს დედაქალაქში - პრემიერი

24 მაისი 2021, 11:19 1324 ნახვა

ეს გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს დედაქალაქში-განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა "კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა.

პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ეს გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს დედაქალაქში. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრაქსტურუქტურას. სულ მალე მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, დასვენების და გართობის ყველა საშუალება ექნებათ.

ეს კომპლექსი იქნება საუკეთესო შენაძენი ჩვენი ქალაქისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე. 

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ვებრძვით პანდემიას და ეკონომიკის აღდგენის გზებს ვეძებთ.

''კრწანისი რეზორტ რეზიდენსი'' ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია დღეს. ეს არის იმის  მაგალითი, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მხოლოდ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ინვესტორის ეს გაბედული გადაწყვეტილება კი ძალიან დასაფასებელია'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს 200 მლნ დოლარის ინვესტიციას, ეყოლება 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანია და ათასობით თანამოქალაქის დასაქმებას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში