კონგოში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა

24 მაისი 2021, 09:51 662 ნახვა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვულკანი ნიირაგონგოს ამოფრქვევის გამო ქალაქ გომიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 170-ზე მეტ ბავშვს ეძებენ. უნისეფის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების დასახმარებლად სატრანზიტო ცენტრებს აწყობენ.

ცნობისათვის, ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა, რასაც 250 ადამიანი ემსხვერპლა, 120 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში