იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

24 მაისი 2021, 11:01 2805 ნახვა

იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ჩრდილოეთ იტალიაში, მაჯორეს ტბასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კრიტიკულია ერთი ბავშვის მდგომარეობა. ამჟამად მას ტურინის საავადმყოფოში მკურნალობენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი ისრაელის მოქალაქე იყო.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საბაგირო კაბინა 20 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და დაღმართში მიგორავდა, რომელიც შემდეგ ხეებმა გააჩერა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში