ლუკაშენკომ ჟურნალისტებს მასობრივ აქციებში მონაწილეობა აუკრძალა

24 მაისი 2021, 14:03 980 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია აკრძალა, – ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის ლიდერის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მასობრივი ღონისძიებების გამართვა მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობით იქნება დაშვებული.

კანონის მიხედვით, არასანქცირებული მიტინგებისა თუ შეკრებების პირადაპირ ეთერში ჩვენების აკრძალვა უკანონო შეკრებების პოპულარიზაციას და პროპაგანდას გამორიცხავს. ამავე კანონით, ჟურნალისტებს მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

ასევე დამტკიცდა ცვლილებები ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში, რაც შესაძლებლობას მისცემს ბელარუსის მთავრობას, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ არსებობს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში