საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ ეტაპზე არ გამოვლენილა - ამირან გამყრელიძე

24 მაისი 2021, 15:22 994 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. 

„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები - სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების.

 

ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა.

ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია“, -აღნიშნავს იმნაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში