წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძეების ახლობლები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ - აქცია აჭარის მთავრობასთან

24 მაისი 2021, 16:08 1316 ნახვა

აჭარის მთავრობასთან დაკავებული წულუკიძეების, ჭელიძეების, ანთაძეების ოჯახის წევრები და მათი ახლობლები არიან შეკრებილი.

ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული, მათი შეხედულებების გამო იდევნებიან და  პროვოკაციის მსხვერპლნი არიან.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.

დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ მორიგი მასშტაბური აქცია 5 ივნისს გაიმართება, სასამართლო პროცესი კი  8 ივნისს არის ჩანიშნული.

გამოძიება დაკავებულებს, "ნამახვანჰესის" პროტესტის დროს მომხდარი ინცინდენტისას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში