ევროპარლამენტი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას მოითხოვს

24 მაისი 2021, 18:57 1141 ნახვა

ევროპარლამენტში უმსხვილესმა ფრაქციამ „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკავშირს მოუწოდა მინსკში ავიაკომპანია რიანეარის ინციდენტის შემდეგ  სრულად შეწყვიტოს ავიამიმოსვლა ბელარუსთან. ფრაქციის წევრებმა  ბელარუსის თავზე ფრენების გაუქმების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. ბელარუსშირიანეარის თვითმფრინავის აღმაშფოთებელი გატაცების გამო, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს მინსკთან მიმართებით  ერთად და მკაცრად იმოქმედონ.  ასევე  დაუყოვნებლივ მიიღონ  სანქციების მეოთხე პაკეტი -ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში