ბელორუსი ჟურნალისტის დაკავება და პროტესტი

24 მაისი 2021, 19:46 1716 ნახვა

ბელარუსის ოპოზიციური ტელეგრამ-არხის ნექსტრას ხელმძღვანელი, ბლოგერირომან პროტასევიჩი პოლიტპატიმრად აღიარეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება უფლებადამცველი ცენტრის "ვესნას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ორგანიზაციები  ბელარუსის ხელისუფლებისგან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.    რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში