ბათუმში ახლაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

11 ნოემბერი 2016, 00:00 4039 ნახვა

ბათუმში 26 წლის ახლაგაზრდა, საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაჭრილი საავადმყოფშია გადაყვანილი. ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალგახრდა მამაკიაცს ზურგის არეში ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით ნაკვეთი და ნაჩხვლეტი 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ დროისთვის დაჭრილი, ექიმების დაკვირვების ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში