ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

25 მაისი 2021, 10:11 1027 ნახვა

ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართული სამიტზე მიიღეს.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას.

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის თავზე ფრენისგან. ასევე, მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად.

საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად.

„ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და ევროპულ სუვერენიტეტზე. ეს აღმაშფოთებელი საქციელი საჭიროებს ძლიერ პასუხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საბჭო შეთანხმდა, რომ იქნება დამატებითი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები იყვნენ გატაცებაში, ასევე ბიზნეს და ეკონომიკურ კომპანიებზე, რომლებიც აფინანსებენ რეჟიმს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში