ნათია კაპანაძის სასამართლო

25 მაისი 2021, 11:24 1121 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

მოსარჩელე მხარემ რამდენიმე 12 შუამდგომლობა დააყენა.  მათ შორის მოწმის სახით მრჩეველთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილის, მრჩეველ ბეჟან გობაძისა და საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსის დაბარება. ასევე მტკიცებეულებების დართვის მიზნით მაუწყებლის 2018, 2020, 2021 წლების ანგარიშები. 2016, 2017 წლის შიდა და გარე აუდიტის დასკვნები, ამავე პერიოდის ვისიჯის კვლევები მაყურებელთა გამოკითხვაზე და 2016- 2018 წლების მედია მონიტორინგების შეფასებები. ნათია კაპანაძის გადაყენებას 2019 წლის 19 აპრილს მხარი მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა.

მანამდე მას წინ უძღოდა ოპერატორების გაფიცვა, მაუწყებლის 100-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება, რომლებიც ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ყველა თანამშრომლის და არამხოლოდ ნათია კაპანაძის მონაპოვარი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში