რატომ გაათავისუფლეს გია აბულაძე?

25 მაისი 2021, 14:56 1151 ნახვა

მედიასთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის გათავისუფლების შესახებაც დიმიტრი ჭეიშვილი წერს და პარტიის დატოვების ერთ-ერთ მოტივად ასახელებს.

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილ სპეციალისტ, გია აბულაძეს ბრძანება გათავისუფლების შესახებ დღეს ჩაბარდა და მიზეზად მძიმე დისციპლინური გადაცდომაა მითითებული.

გია აბულაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და გიორგი გახარიას ღია მხარდაჭერას.

საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსმა მხოლოდ ის კანონი განმარტა, რის საფუძველზეც გათავისუფლდა გია აბულაძე. ირაკლი თავართქილაძეს კონკრეტული ფაქტი დისციპლინური გადაცდომის შესახებ არ დაუკონკრეტებია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში