პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

25 მაისი 2021, 20:59 870 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ, როგორც მმართველი გუნდის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი.

საარჩევნო რეფორმაზე მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში