დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა

26 მაისი 2021, 10:45 1249 ნახვა

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის იხსნება.

სამუშაო საათები:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

მათივე ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა დასაშვებია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი.

მოგზაურთათვის რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად, ვებგვერდის https://guru.ge/ საშუალებით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში