საქართველო VS იაპონია

12 ნოემბერი 2016, 00:00 3790 ნახვა

მორაგბეთა ეროვნული ნაკრები  იაპონიის ნაკრებს მასპინძლობს. „ბორჯღალოსნები“ ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 15 საათზე გამართავს.  მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. შედეგად გუნდი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა. დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი  მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევა. მომდევნო მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 და 26 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

ამავე კატეგორიაში