იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს 

26 მაისი 2021, 13:22 738 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.

საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი შენგელიასა და ირაკლი ბონდარენკოს უფლებამოსილების ვადა 24 ივნისს ეწურება. 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია შეძახილების - „სირცხვილია“, „სამარცხვინოები", ფონზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ, დისკომფორტი შეუქმნან კონფერენციაზე მყოფ ადამიანებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქტივისტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატებად დასახელდნენ: ბადრი შონია, თემურ გოგოხია, გოჩა აბუსერიძე და ლევან მიქაბერიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში