ჯემალ ჭელიძე პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს

26 მაისი 2021, 19:08 1003 ნახვა

ირაკლი და გელა ჭელიძეების მამამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს,  პერსონალური ასისიტენტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. ჯემალ ჭელიძემ მთავრობის სახლთან განაცხადა, რომ   მას შემდეგ, რაც შვილები ,, ნამახვანჰესის’’ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხარ ინციდენტში დააკავეს,  შეექმნა სოციალური პრობლემები,  ვერ იკვებება და ვერც დამოუკიებლად გაგაადგილდება. ჯემალ ჭელიძემ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა, რომ   მისი პრობლემებით დაინტერესდნენ და ჰქონდეთ რეაგირება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში