საქართველოს პირველი რესპუბლიკა

26 მაისი 2021, 19:39 1608 ნახვა

ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებენ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანას უმნიშვნელოვანესი სტატუსი - დამოუკიდებლობა მოუტანეს. საქართველო საბჭოთა ოკუპაციამდე და დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი. გზა 1918 წელს, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გრძელი იყო, უფრო რთული კი- 1921 წელს წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა გამოდგა.  ქართველი ხალხისთვის საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა არსებობა არ აცალა. 25 თებერვალს საბჭოთა მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა, ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”. ამას 1 თვეში საქართველოს სრული ოკუპაცია, ანექსია და გასაბჭოება მოჰყვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში