რიონის მცველებმა კომპანია "ენკასთვის" სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს

27 მაისი 2021, 00:28 801 ნახვა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.

აქციის ერთი-ერთი მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გზას მხოლოდ კომპანია "ენკასთვის"კეტავენ, რითაც მათი ტექნიკის გადაადგილებას შეუშლიან ხელს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი გზა გახსნილი იქნება.

"გადაიკეტა ამ ადგილზე ხეობა. ახლა ჩვენ გავნაწილდით გზაში და ნაწილი ხალხის ხეობაში ზემოდან შემოსასვლელს გადაკეტავს უშუალოდ სოფელ ტვიშში და ერთი ნაწილი ჩავკეტავთ გუმათში. ანუ სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას არ შეეზღუდება გადაადგილება. ვიდრე ყველა ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რაც ჩვენ დავაყენეთ დედაქალაქში, მანამ იქნება აქ გადაკეტილი გზა და ვუზრუნველყოფთ აქ შეკრებილი საზოგადოება ამ პროცესს, რომ გზა არ გაიხსნას", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამ დროისთვის "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები, სოფელ გუმათში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ოფისია განთავსებული.

სოფელ გუმათთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცოტახნის წინ, რიონის მცველები თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები თბილისიდან გუმათში კოლონით ჩავიდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში