მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა

27 მაისი 2021, 10:41 1644 ნახვა

71 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა. 

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – "კუკარაჩა" (ანიკო), "მარადისობის კანონი" (მარიამი), "სიბრძნე სიცრუისა" (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი, "გრძელი ნათელი დღეები" (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში