საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

27 მაისი 2021, 10:58 1162 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 17.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,47 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში