ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე

27 მაისი 2021, 14:38 927 ნახვა

11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამას 4 წელი მიუსაჯეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულს ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. მათივე თქმით, დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა.

ასევე უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.

პროკურატურამ მას ბრალი  ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინა, 26 აგვისტოს კი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში