არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა

27 მაისი 2021, 17:44 1400 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე გორში ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ბრალდებულმა ძალადობით, მუქარითა და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.

უწყების ცნობით, გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. სამართალდამცველებმა ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 მაისს დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში